

რა არის აიო?
ინოვაციური მართვის სისტემა კორპუსებისთვისმაცხოვრებლიდან თავმჯდომრამდე
აიო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მართვისა და მომსახურების სისტემაა, რომელიც მაცხოვრებლებს ყოველდღიურობას უმარტივებს, ხოლო თავმჯდომარეს მის მართვას.
ყველა ფინანსური ინფორმაცია ერთ სივრცეში
ლიფტის, კარისა და შლაგბაუმის მართვა, ერთი აპლიკაციიდან.
მიიღეთ სიახლეები და მნიშვნელოვანი შეტყობინებები.
გადახდის მარტივი და მოქნილი სისტემა.
მართეთ სადარბაზოს კარი დისტანციურად, აპლიკაციიდან.
გამჭვირვალე ბიუჯეტი და გადახდების სრული მართვა
თანხებს გამჭვირვალედ ვაგროვებთ. ყველა გადარიცხვა ზუსტად ისე ჩანს, როგორც თავმჯდომარე გვაწვდის.
ხედავთ, ვინ რამდენჯერ ისარგებლა ლიფტით, კარით ან შლაგბაუმით
წესების დამრღვევს წვდომას დროებით უზღუდავთ
მაცხოვრებლებს სიახლეს ერთი შეტყობინებით აცნობებთ
სისტემა თქვენი კორპუსის საჭიროებაზეა მორგებული
რატომ აიო?
დაიღალეთ ლოდინითა და გაუგებარი ხარჯებით? ჩვენთან სხვაგვარადაა
დაგვიკავშირდით
გჭირდებათ კონსულტაცია ან ტექნიკური დახმარება? ჩვენი გუნდი მზად არის, მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია და დაგეხმაროთ საკითხის დროულად მოგვარებაში.
მარტივი აპლიკაცია, ყველაფერი ერთ სივრცეში
აპლიკაცია მარტივი და გასაგებია. ყველა გადახდასა და ხარჯს ერთ ადგილას ხედავთ.
თქვენს სახლზე მორგებული
ყველა საცხოვრებელი სახლი განსხვავებულია. აიოს ფუნქციები, თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნებს ერგება.
ჩიპი, სამაჯური, სტიკერი თუ აპლიკაცია ყველაფერი გვაქვს
აირჩიეთ, რითი გააღებთ კარს. ყველა ვარიანტი ერთ სისტემაში მუშაობს.
ჩიპი
წყალგამძლე და დარტყმაგამძლე
სამაჯური
ხელზე გიკეთიათ, ბავშვს არ დაეკარგება
სტიკერი
მობილურს აკრავთ და ჩიპის ტარება აღარ გიწევთ
მობილური აპლიკაცია
შლაგბაუმს მობილურით აღებთ
კოდი
კარს კოდით აღებთ, ჩიპი და მობილური არ გჭირდებათ
QR კოდი
აპლიკაციაში მალე დაემატება
შლაგბაუმი
ეზოში ვინ შემოდის, თქვენ წყვეტთ.
ეზოში 50 ადგილია და 65 მანქანა. უცხო მანქანა კი ისე შემოდის, რომ ვერავინ იგებს, ვინ გაუღო. ჩვენს მომხმარებლებს ასეთი პრობლემა აღარ აქვთ.
აპლიკაცია
ყველაფერი ერთ აპლიკაციაში ყოველთვის ხელთ
- ბალანსი და გადახდები
- ხარჯების ისტორია
- კარისა და შლაგბაუმის გაღება
- კორპუსის სიახლეები და შეტყობინებები


ბათუმი გვენდობა ერთად მეტნი ვართ
- 2020
- წლიდან, ბათუმში
- 5
- კორპუსით დავიწყეთ
- 130+
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი
- 75 000+
- მომხმარებელი
დამატებითი სერვისები პარტნიორებთან ერთად
აირჩიეთ დამატებითი მომსახურება, სტანდარტულ პაკეტთან ერთად.
როგორ დავიწყოთ ოთხი ნაბიჯი
- 1
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ.
- 2
საცხოვრებელი სახლის დათვალიერება
შევაფასებთ თქვენს საჭიროებებს და შემოგთავაზებთ შესაბამის გადაწყვეტას.
- 3
ხელშეკრულება და მონტაჟი
ხელშეკრულებას ვაფორმებთ და წამკითხველებს ვამონტაჟებთ.
- 4
მაცხოვრებლები იწყებენ სარგებლობას
მაცხოვრებლები ჩიპებს მიიღებენ ან აპლიკაციას ჩამოტვირთავენ.
კითხვები
ხშირად დასმული კითხვები მოკლედ და გასაგებად
რა არის აიო?
აიო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მართვის თანამედროვე სისტემაა, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელი სახლის მართვისთვის საჭირო სერვისებს: წვდომის მართვას, ფინანსების აღრიცხვას, გადასახადებსა და შეტყობინებებს. სისტემა მოიცავს ლიფტის მომსახურებას, საერთო სივრცეების დასუფთავებასა და ეზოს მოვლას. ყველაფერი მორგებულია მაცხოვრებლებისა და თავმჯდომარის საჭიროებებზე.
ვისთვისაა აიო?
კორპუსის მაცხოვრებლებისთვის, ამხანაგობის თავმჯდომარისა და აპარტამენტების მენეჯერისთვის. მაცხოვრებელი აპლიკაციით სარგებლობს, თავმჯდომარე და მენეჯერი კი კორპუსის ფინანსებსა და წვდომას მართავენ.
როგორ იხდიან მაცხოვრებლები?
უმეტესობა აბონენტის ნომრით იხდის, ნებისმიერი ინტერნეტბანკიდან ან მობილბანკიდან. ნომერი ბანკში შაბლონად შეინახეთ და შემდეგ გადახდა უფრო სწრაფი იქნება. გადახდა აპლიკაციიდანაც შეიძლება. ყველა გადახდა და ხარჯი აპლიკაციაში ჩანს.
რა ღირს?
ფასს თითოეული კორპუსისთვის ცალკე ვადგენთ. ის მაცხოვრებლების რაოდენობასა და კორპუსის ხარჯებზეა დამოკიდებული. დაგვიკავშირდით და ფასს დაგითვლით.
კარისა და შლაგბაუმის აპლიკაციით გაღება ყველა პაკეტშია?
არა, ეს ფუნქცია ყველა პაკეტში არ შედის. რომელი პაკეტი შეეფერება თქვენს კორპუსს, ერთად განვიხილავთ.
შეგიძლიათ, სისტემა ჩვენს კორპუსს მოარგოთ?
დიახ. ფუნქციებს ვამატებთ ან ვთიშავთ თქვენი კორპუსის საჭიროების მიხედვით. დაგვიკავშირდით და ერთად განვიხილავთ.
გაქვთ შეკითხვა?
- ჯავახიშვილის ქუჩა N4ა, ბათუმი
- +(995) 514 00 32 32
- +(995) 514 82 00 82
- info@aioconnect.ge
- ორშ-პარ: 10:00-18:00, შაბ: 10:00-14:00