2020 წლიდან
ჩვენ შესახებ ერთი გუნდი
2020 წლიდან ჩვენ ვქმნით საცხოვრებელი კორპუსების მართვის ახალ სტანდარტს.
აიო არის კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საცხოვრებელი კორპუსების მომსახურების პრაქტიკულ გამოცდილებას. ჩვენი ციფრული გადაწყვეტები ამარტივებს კორპუსის მართვას, ზრდის ფინანსურ გამჭვირვალობას და უზრუნველყოფს მაცხოვრებლების ყოველდღიურ კომფორტს.
ჩვენი მიზანია, რომ თითოეული საცხოვრებელი სივრცე გახდეს უფრო მოწესრიგებული, უსაფრთხო და თანამედროვე.

5 კორპუსით დავიწყეთ დღეს 130-ზე მეტია
ახალი კორპუსები მაცხოვრებლების რეკომენდაციით გვიერთდებიან. ჩვენი სერვისებით უკვე 75 000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს.
ლიფტით მგზავრობა ხურდის გარეშე
ლიფტებსა და სადარბაზოს კარზე ჩვენ მიერ შექმნილ აპარატებს ვამონტაჟებთ. ლიფტით მგზავრობა სხვადასხვა მეთოდითაა შესაძლებელი და მათ შორის არჩევანს ჩვენი მომხმარებლები აკეთებენ. ყოველთვიურად დაგროვილი თანხა კორპუსის ელექტრონულ ყულაბაში ირიცხება, მის ხარჯებს კი ამხანაგობა წყვეტს.
ჩვენ ვართ თქვენი საცხოვრებელი სახლის მართვის თანამედროვე გადაწყვეტა.
ჩვენ ვაერთიანებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და პროფესიონალურ მომსახურებას, რათა საცხოვრებელი კორპუსების მართვა გავხადოთ უფრო მარტივი, გამჭვირვალე და ეფექტური.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ მოწესრიგებული, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი გარემო, სადაც მართვის თითოეული პროცესი მარტივი და გამჭვირვალეა.
ჩვენი ხედვა ერთი სისტემა ყველაფრისთვის
გვინდა, რომ კორპუსის მართვა, მომსახურება, ფინანსები და უსაფრთხოება ერთ მარტივ სისტემაში იყოს. ასე ბიუჯეტის, გადასახადებისა და ხარჯების მართვა მარტივდება, ყველაფერი კი ღიად ჩანს.
რა არის ჩვენთვის მთავარი ყოველდღე
სიმარტივე
აპლიკაცია ისეა შექმნილი, რომ ყველასთვის გასაგებია.
გამჭვირვალობა
ყველა გადახდა და ხარჯი ღიად ჩანს.
უსაფრთხოება
დაშვების სისტემები უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხოებას.
სწრაფი კავშირი
დაგვირეკავთ, მოგისმენთ და საკითხს სწრაფად მოვაგვარებთ.
მოქნილობა
რა სერვისიც გჭირდებათ, დავამატებთ, რაც არა, ვთიშავთ.
კითხვები
ხშირად დასმული კითხვები მოკლედ და გასაგებად
რამდენად დიდი გამოცდილება გაქვთ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებთან მუშაობის?
ჩვენი კომპანია 2020 წლიდან ემსახურება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, ამ ეტაპზე მხოლოდ ბათუმის ტერიტორიაზე. გუნდი დაკომპლექტებულია მომსახურებისა და ლიფტების სფეროში გამოცდილი ტექნიკური ჯგუფისგან.
რამდენ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ემსახურებით?
ჩვენი კომპანია უკვე 130-ზე მეტ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ემსახურება, ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა კი 75 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს. 5 სახლით დავიწყეთ, ახალი სახლები კი მაცხოვრებლების რეკომენდაციით გვიერთდებიან.
გაქვთ შეკითხვა?
- ჯავახიშვილის ქუჩა N4ა, ბათუმი
- +(995) 514 00 32 32
- +(995) 514 82 00 82
- info@aioconnect.ge
- ორშ-პარ: 10:00-18:00, შაბ: 10:00-14:00
