სერვისი

რას ვაკეთებთ თქვენი კორპუსისთვის

პაკეტში შედის, ყოველთვიურად

პროგრამული მომსახურება

ძირითადი სერვისი, რომლითაც კორპუსი ყოველდღე სარგებლობს.

თანხების შეგროვება

მაცხოვრებლები კორპუსის თანხას მობილბანკიდან ან ჩვენი აპლიკაციიდან იხდიან. ყველა გადახდა ღიად ჩანს.

დაშვების სისტემები

ლიფტისთვის, სადარბაზოს კარისა და შლაგბაუმისთვის. ერთი ჩიპი ან აპლიკაცია ყველგან მუშაობს.

მობილური აპლიკაცია

ბალანსი, გადახდები, დავალიანებები, ხარჯები — ყველაფერი ერთ აპლიკაციაში.

შეტყობინებები

საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული სიახლეების ინფორმაციას მიიღებთ SMS-ის სახით.

დამატებითი სერვისები როცა მეტი გჭირდებათ

ეს სერვისები ყოველთვიურ პაკეტში არ შედის და ცალკე ფასდება. სამუშაოს ჩვენი პარტნიორი კომპანიები ასრულებენ, თქვენ კი საქმე მხოლოდ ჩვენთან გაქვთ.

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები მოკლედ და გასაგებად

  • რა შედის ძირითად მომსახურებაში?

    თანხების შეგროვება, დაშვების სისტემები ლიფტისთვის, სადარბაზოს კარისა და შლაგბაუმისთვის, მობილური აპლიკაცია და შეტყობინებები.

  • რით განსხვავდება დამატებითი სერვისები?

    ეს სერვისები ყოველთვიურ პაკეტში არ შედის და ცალკე ფასდება. სამუშაოს ჩვენი პარტნიორი კომპანია ასრულებს.

  • რა ღირს ყოველთვიური პაკეტი?

    ფასს თითოეული კორპუსისთვის ცალკე ვადგენთ, მაცხოვრებლების რაოდენობისა და კორპუსის ხარჯების მიხედვით.

  • როგორ ფასდება დამატებითი სერვისები?

    ცალკე, კონკრეტული სამუშაოს მიხედვით. დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ და ფასს თქვენი კორპუსისთვის დაგითვლით.

  • ნებისმიერ ლიფტთან მუშაობთ?

    ლიფტს ადგილზე ვამოწმებთ. დაგვიკავშირდით და გეტყვით, რა არის შესაძლებელი თქვენს კორპუსში.

  • რამდენად სწრაფად პასუხობთ?

    სამუშაო საათებში მზად ვართ, გიპასუხოთ და დაგეხმაროთ.

გაქვთ შეკითხვა?

კონტაქტი